თანასწორუფლებიანობა

თანასწორუფლებიანობა
უპირველეს ყოვლისა, ასაკობრივ, რასობრივ, სქესობრივ, რელიგიურ თუ სხვა საფუძველზე დისკრიმინაციის უარყოფას ნიშნავს. გარდა ამისა, თანასწორუფლებიანობა გულისხმობს არა შედეგების, არამედ შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას. თანასოწრუფლებიანობა იდეა ვერ იქნება გაგებული სწორად და ბევრი გაუგებრობის წინაპირობად იქცევა, თუ მოწყვეტილი იქნება სამართლიანობის გაგებას. სამართლიანიაბში წარმომიდგენია შედეგების შესაბამისობა შრომასა და თავდადებასთან, რისკთან და იღბალთან და არა გათანაბრება ვინმეს მიერ დადგენილი წესით ან გემოვნებით. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მისი შესაძლებლობები არ არის შეზღუდული, ხოლო ანაზღაურება სამართლიანია, მას არც სხვისი შურს და არც ის ენანება, ნებაყოფლობით გაუზიაროს სხვებს თავისი ბედნიერება და აქტიურად, საქმით იქნება თუ სახსრებით, გამოხატოს ადამიანური თანაგრძნობა და მოყვასის სიყვარული.
Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Смотреть что такое "თანასწორუფლებიანობა" в других словарях:

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • ოჯახი — • საქართველოს სამოქალაქო სამართლის მიხედვით, ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო ორგანოში, რამდენადაც, სამართლებრივი თვალსაზრისით, მხოლოდ ასეთი რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა შორის გარკვეულ… …   Georgian encyclopedia

  • ქალების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი — ქალებისა და მამაკაცების თანასწორუფლებიანობა გაცხადებულია გაერო ს ქარტიაში. ამ საკითხის განხორციელება ნაწილობრივ გადაეცა ქალების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს. კომიტეტმა მუშაობა 1982 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ქალთა… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანის უფლებები — • მორალური უფლებამოსილება, რომელიც მსოფლიოს ყველა ინდივიდს გააჩნია უბრალოდ იმ ფაქტის გამო, რომ ის არის ადამიანი. ჩვენი უფლებების მოთხოვნის დროს ჩვენ მივმართავთ საკუთარ მთავრობას მორალური პოზიციიდან: თქვენ არ გაქვთ ამის გაკეთების უფლება, რადგანაც… …   Georgian encyclopedia

  • დემოკრატიული სახელმწიფო წყობა — სახელმწიფო წყობა “დემოკრატიულად ჩაითვლება, თუკი ნებისმიერი ძალაუფლება ხალხის მიერ გადმოიცემა (სახალხო სუვერენიტეტი), თუკი სახელმწიფოს თითოეული მოქალაქე მასში მონაწილეობას იღებს (არჩევნების უფლება), თუკი ამ პროცესში ნებისმიერი მოქალაქის უფლება… …   Georgian encyclopedia

  • ევროპის სოციალური ქარტია — • მიღებულ იქნა 1961 წ. ევროპის საბჭოს მიერ და მას დაემატა სამი ოქმი 1988, 1991 და 1995 წწ. ქარტია და მისი 1988 წ. ოქმი უზრუნველყოფს უფლებების მთელ სპექტრს, რომელიც შეგვიძლია დავყოთ ორ კატეგორიად: ▪ სამუშაო პირობები, რომელიც მოიცავს ძალდატანებითი… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»